“ყველა, პატიმარი იქნებოდა ეს თუ მსჯავრდებული, ვისაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გამოიკითხა. ეს არის დაახლოებით 1700 კაცი, და აქედან 200–მა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამ 200 მსჯავრდებულს და ბრალდებულს გარდა, დაახლოებით 800 პატიმარს, რომელთაც აქვთ საარჩევნო ხმის უფლება, მაგრამ არ ჰქონდათ პირადობის მოწმობები, სახელმწიფოს მიერ დაუმზადდათ იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილეობას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, შარშან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან არჩევნებში მონაწილეობა ორმა პატიმარმა მიიღო, მათგან ერთის ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

 

დღეს, 25 აგვისტოს, სასჯელაღსრულების 7 სხვადასხვა დაწესებულებაში ჩატარდა ტრენინგი არჩევნების სამართლიანად და კანონის დაცვით ჩატარების მიზნით:

 

ტრენინგებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობა ჩვენს სასწავლო ცენტრთან ერთად. მიზანი არის, რომ პირველად ქართული საარჩევნო სისტემის არსებობის განმავლობაში ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი არჩევნები.

 

პირველად ხდება ასევე, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემა არ არის გადაყვანილი ყაზარმულ მდგომარეობაზე, როდესაც ყველა თანამშრომელი მოვალე იყო დაწესებულებებში მიეცა ხმა. ახლა ყველა ის თანამშრომელი, ვინც იმ დღეს არ არის მორიგე, ხმას მისცემს თავის საკუთარ საარჩევნო უბანზე და მხოლოდ ის თანამშრომლები მისცემენ ხმას ციხეში, რომლებიც მორიგეები არიან”, – განაცხადა მინისტრმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *