ახალი ამბები

ქუცნაშვილი: ვიმსჯელეთ არაპომპეზურად ინაუგურაციის ჩატარების საკითხზე

25 ოქტომბერი, 2013 •
ქუცნაშვილი: ვიმსჯელეთ არაპომპეზურად ინაუგურაციის ჩატარების საკითხზე

“დღეს არ ყოფილა საუბარი ამ თემაზე. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ამ საკითხზე განხილვები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამთავრდება საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც მან ბრძანა, არჩევნების დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა.”

 

ქუცნაშვილის თქმით, დღეს პოლიტსაბჭომ იმსჯელა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და იმაზე, თუ რამდენად არიან კოალიციის შტაბები მზად არჩევნების დღისთვის:

 

“ასევე, ვიმსჯელეთ ძალიან მოკრძალებულად, არაპომპეზურად და შემჭიდროვებული ხარჯებით ინაუგურაციის ჩატარების საკითხზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი