ახალი პროექტი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომს ხდის პლანშეტურ კომპიუტერებს, რომელთა მინიმალური ფასი 24- თვიანი უპროცენტო განვადებით ყოველგვარი საკომოისიოს და წინასწარი შენატანის გარეშე თვეში მხოლოდ 8 ლარია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებითვის. ახლა უკვე ყველა ოჯახს შეეძლება ისარგებლოს ახალი ტექნოლოგიებით, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა საიტის საშუალებით უახლესი ინფორმაციები მიიღოს, მსოფლიო სიახლეებს და მიღწევებს გაეცნოს, რომელსაც პრაქტიკულად გამოიყენებს თავის სფეროში.
”როგორც იცით, ”ტექნო ბუმი” გამორჩეულია ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით. ამჯერად კი, პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კომპიუტერულ ტექნიკაზე გაკეთდა. მაღაზიათა ქსელში ყველა ბრენდის: „ასუსის“,“დელის“ ”ეისერის“, „პრაიმ პადის“, „სამსუნგის“ „ფილიფსის”, „სონის“ კომპიუტერებზე, სისტემურებზე, ნოუთბუქებსა, და პლანშეტურ კომპიუტერებზე საქართველოში ყველაზე დაბალი ფასები ჩვენ გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებელი დაზღვეულია მაღალი ფასისგან. ერთი თვის მანძილზე, თუ რომელიმე ქსელში აღმოაჩენს უფრო დაბალ ფასს, სხვაობას ”ტექნო ბუმი” უკან დაგიბრუნებთ”-აცხადებენ კომპანიაში.
მენეჯმენტში ასევე აღნიშნავენ, რომ მწარმოებლებთან და ბანკებთან მიღწეული შეთანხმებით კომპიუტერი ყველა ოჯახითვის ხელმისაწვდომი გახდა. ”მომხმარებელს აღარ მოუწევს წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გადახდა. სხვადასხვა მონაცემის პლანშეტურ კომპიუტერებზე, სისტემურებსა და ნოუთბუქებზე თვეში მხოლოდ 8 -დან 15 ლარამდე განვადების თანხას გადაიხდის, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, განვადების თანხა უფრო ადრეც დაფაროს, ამისთვის კი მას ჯარიმის გადახდა არ მოუწევს ” –აცხადებენ ”ტექნო ბუმში”.
პარალელურად, კომპანია ”ჯეოსელის” და „ტექნო ბუმის“ ერთობლივი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მობილური ტელეფონები ”ტექნო ბუმის”, ასევე, ”ჯეოსელის” რეგიონალურ და მეტროს ოფისებში ნახევარ ფასად-19 ლარად გაიყიდება. აქცია მარაგების ამოწურვამდე
გაგრძელდება.
”ტექნო ბუმი” ბაზარზე 2010 წლიდან მოქმედებს და თბილისის გარდა, მაღაზიებს გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში აერთიანებს.