მან ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა:
“ძალიან გთხოვთ, აუცილებლად მოდით არჩევნებზე. ერთი წლის წინ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ღირსება და უნდა შვინარჩუნოთ, თორემ შევრცხვებით. თუ მაქსიმალურად არ მოხვალთ, ისეთ პროცენტს მიიღებენ კონკურენტები ან ძირითადი კონკურენტი, ისევ ღირსებაზე დაგეწყებათ ფიქრი. ღირსებას, რომელიც დავიბრუნეთ, სტაბილურად უნდა შენარჩუნება, უნდა ვაჩვენოთ, რომ გვსურს ამ კურსის გაგრძელება. პროცენტებს რომ ნახავთ და დაინახავთ, რომ შესაძლოა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 17-18 მიიღოს, თვითონვე გექნებათ იმედგაცრუება. თუ მაქსიმუმი მოხვალთ, შეიძლება 10% ვერ გადალახოს. თუ არ მოხვალთ, მერე ნახეთ მათი ყოყლოჩინობა.”
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს არც ერთ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები პრეზიდენტი არ ეყოლება.