ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
“გიორგის თაფლობისთვე – რამდენიმე დღე მივცეთ, [შემცვლელის ვინაობა] სამშაბთს ან ოთხშაბათს გეცოდინებათ. ახალი პრემიერი უფრო ეფექტური იქნება ჩემზე. ის იქნება მომართული მხოლოდ მთავრობაზე. ის იქნება ჩემზე გაცილებით ეფექტური. ეკონომიკის დარგში მოადგილედ დარჩება გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერსაც ეცოდინება ეკონომიკა. კვირიკაშვილს კარგი გუნდი ჰყავს. მას ჰყავს კარგი მოდგილე, ქუმსიშვილი. ბევრი კარგი მინისტრის მოადგილე გვყავს და მინდა მათზე ვისაუბრო ხოლმე. ძალიან კარგი გუნდი შევკარით და გვყავს, ” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბდება: “ილუზიაც არ არის, რომ არჩევნები გაყალბდება. აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხამდე მოვედით, აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იყო შარშან. ნახეთ, რა სასიამოვნო ეპოქა დაგვიდგება, პროცესი მშენებლობის იქნება საინტერესო”, – აღნიშნა ივანიშვილმა.