ახალი ამბები

ივანიშვილი: რასაც სახლში ვსაუბრობ, იმას ვსაუბრობ გარეთ, არასოდეს არ ვცრუობ

24 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: რასაც სახლში ვსაუბრობ, იმას ვსაუბრობ გარეთ, არასოდეს არ ვცრუობ

მ განცხადებით ივანიშვილი სააკაშვილის მიერ მისი იდეოლოგიის შესახებ გამოთქმულ მოსაზრდებას გამოეხმაურა: 

 

“ეს კარგად უთქვამს, ჩემსა და მას [სააკაშვილს] შორის დიდი იდეოლოგიური სხვაობაა. ამ კაცმა ავტორიტარული სახელმწიფო ააშენა. ეს კაცი სიცრუეზე ამყარებდა თავის პოლიტიკას. ახლაც უცხოელებს ესაუბრება. საკუთარ ხალხთან საუბარი ვერ ისწავლა და მუდამ ოპოზიციაში რჩებოდა საკუთარ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც იქნა, თანხვედრაში მოვედით. მეც ვეთანხმები, ჩვენ გვაქვს აბსოლიტურად განსხვავებული იდეოლოგია. მე ვარ ძალიან გულწრფელი. რასაც სახლში ვსაუბრობ, იმას ვსაუბრობ გარეთ და, პირველ რიგში, ვესაუბრები ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს და არასდროს არ ვცრუობ.” 

 

ბიძინა ივანიშვოლის განცხადებით, სააკაშვილს ისევ ჰგონია, რომ პოლიტიკური პოტენციალი აქვს: “მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. მაგას [სააკაშვილს] კიდევ ჰგონია, რომ პოლიტიკური პოტენციალი დარჩა. აღარც მინდა, რომ ვუპასუხო. თანხვედრაში რაც მოვიდა, იმას ვუპასუხე მხოლოდ. ჩემი სურვილი იქნებოდა, უფრო მეტი იფიქროს და ის ილაპარაკოს მაგ კაცმა. საერთოდ, სასაცილოდ თავს ნუ გაიხდის და ბოლომდე ნათელაშვილთან ნუ ჩავა.”

 

“ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ის[ივანიშვილი] წარმოადგენს წარსულის საქართველოს და მე წარმოვადგენ თქვენთან ერთად მომავლის საქართველოს”, – ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე, ახალ ამფითეატრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

სააკაშვილმა იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მასსა და ივანიშვილს შორის არსებობს და განაცხადა, რომ მისი და პრემიერ–მინისტრის მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მისი და პუტინის მსოფლმხედველობა:

 

“ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთანეთისგან, მე მინდა ვილაპარაკო ციტატებით, მე რას ვამბობ და ის რას ამბობს. ის ამბობს, რომ ეს შენობა [ამფითეატრი] და ეს ხიდი [მშვიდობის ხიდი] უნდა დაინგრეს, მე ვამბობ, რომ უამრავი რამეა ასაშენებელი. მე ვამბობ, რომ საქართველო სახელმწიფოა, ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო პატარა სოფელია. მე ვამბობ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ის ამბობს, რომ საქართველო არ არის მნიშვნელოვანი. მე ვამბობ, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი უნდა გახდეს, და, სხვათა შორის, გახდა კიდეც. ის ამბობს და ვციტირებ ზუსტად ნათქვამს, საქართველოს არ უნდა გააჩნდეს არანაირი რეგიონული ამბიციები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უნდა აშენდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, ის ამბობს, რომ სააკაშვილის ხუშტურებზე ფუფუნების საგნები აღარ აშენდება. მე ვამბობდი მთელი ეს პერიოდი, რომ უნდა ვისწრაფვოდეთ მომავლისთვის და დღესაც ამას ვამბობ, ის ამბობს, რომ უნდა გამოვიძიოთ წარსული. მე ვამბობ, რომ არასდროს შევალთ პოსტსაბჭოთა კავშირებში და ის ამბობს- “განვიხილავთ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას”, მე ვამბობ, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში თავს უნდა გრძნობდეს, როგორც სამშობლოში- იშრომონ საქართველოსთვის, ისწავლონ ქართული, იბრძოლონ საქართველოსთვის და თუ საჭრო იქნება, მოკვდნენ საქართველოსთვის. ის ამბობს- მიკვირს, როდესაც თქვენი ქვეყანა გვერდზეა და თქვენ ცხოვრობთ საქართველოშიო. მე ვამბობ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ივანიშვილი ამბობს და არაერთხელ უთქვამს, ქართველი ერი უმწიფარიაო. მე ვამბობ, რომ თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი, მან თქვა, პლეხანოვი დაანგრიეს, მე ვამბობ, რომ სიღნაღი, ქუთაისი, თელავი, მესტია, ახალქალაქი, ზუგდიდი, ყვარელი, ანაკლია, ლაზიკა, ყველაფერი ფასადურია. მე ეს მთელი წლები გავიძახოდი- ბათუმი, ივანიშვილი ამბობს, რა ბათუმი? ჩვენი გმირია გიორგი ანწუხელიძე, ივანიშვილმა აპატია ლადო ბედუკაძეს და ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა ის. მე ვამბობდი მთელი ეს წლები, რომ რუსეთი ოკუპანტია, ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველომ გააბრაზა რუსეთი. მე ვამბობდი, რომ რუსეთი თავს დაგვესხა, ივანიშვილი – ომი საქართველომ დაიწყო, მე ვამბობ, და ეს მართალია, ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოკუპანტად აღიარა, ივანიშვილი ამბობს, უნდა გამოვიძიოთ ომის დაწყებაში სააკაშვილის დანაშაულიო. მე ვამბობ, უნდა გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ, შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია, ივანიშვილის ციტატა- “ეს გაუგებრობაა”, ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მე ჩავედი დვანში და ვამბობდი, რომ უნდა ჩავიდეთ ყველანი დვანში და დავდგეთ ხალხის გვერდით, ივანიშვილის ციტატა- “არ მცალია, ბევრი სხვა საქმე მაქვს, რა ვქნა ახლა, ჩავიდე და ცრემლი ვღვარო ხალხთან ერთად? მე ვამბობ, რომ სერიოზულად უნდა გადავხედოთ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობას, ივანიშვილი- “ჩვენ დავეხმარებით რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ჩატარებაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

   

მასალების გადაბეჭდვის წესი