“ზოგის თავში ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა, ამ კვამლს ოცნებას ვეძახით, თქვენს მტერს, რაც იმას, ვის თავშიაც ეს კვამლი აწყდება, აუვარდება, თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. ოცნებიანი, თავიდან უნდა ვთქვათ, ძლიერ ზარმაცია. ამასთანავე, მსუნაგი და უეჭველად ღარიბი. ღიად ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზე ოცნებობს, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, იმაზე, თუ რა კარგია სიმდიდრე, ამიტომ თავი და ბოლო ოცნების ფიქრისა არის “აჰ, ნეტავი”, – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ვაჟა–ფშაველას ამ სიტყვებს ის ნაწილობრივ ემიჯნება, თუმცა მაინც გადაწყვიტა, ეს რადიკალური განცხადება გაეკეთებინა:
“ეს არის დიდი ქართველი კლასიკოსის, ვაჟა–ფშაველას ნათქვამი ოცნებაზე, ქართულ ოცნებაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.