ახალი ამბები

ხურჩის ტერაქტში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

24 ოქტომბერი, 2013 • • 986
ხურჩის ტერაქტში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

ადვოკატები მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ გირაოს სანაცვლოდ. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 21 ოქტომბერს დააკავეს ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.


მასალების გადაბეჭდვის წესი