ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ეფექტურს უწოდებს

24 ოქტომბერი, 2013 •
იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ეფექტურს უწოდებს

“ჩემი აზრით, კომისიის საქმიანობა იყო ეფექტური, იმდენად, რამდენადაც უპრეცედენტოდ ფოკუსირებული და მიზნობრივი რეკომენდაციები იყო გაცემული. გარდა ამისა, ცალკეული შემთხვევები არ იყო დარჩენილი რეაგირების გარეშე. მთლიანობაში, ყველა ვხედავთ, რომ საარჩევნო გარემო არსებითად უკეთესია,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. 

 

გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, კომისია გააკეთებს განცხადებას არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის, რათა ყველა მხარემ ხელი შეუწყოს არჩევნების გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. როგორც ის ამბობს, კომისია, ფაქტიურად, 24- საათიან რეჟიმში მუშაობს საარჩევნო პერიოდში. 

 

“განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშავებს სამდივნო, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიკრიბებიან ის პირებიც, რომლებიც კომისიის წევრი უწყებებიდან არიან გამოყოფილები.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი