ახალი ამბები

შსს ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

24 ოქტომბერი, 2013 • • 852
შსს ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

 

შს მინისტრის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 30 პროცენტით გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც გაზარდა მომსახურების არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი რეგიონები. ფოთში და ზესტაფონში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობები. 2013 წლის ბოლომდე დასრულდება 100–მდე სამშენებლო პროექტი. ჭიათურაში, საჩხერესა და გუდაურში დასრულდება პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა. 

 

ანგარიშის თანახმად, 2014 წელს დასრულდება ადმინისტრაციული შენობების მშნებლობა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. გარდა ამისა, მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის 2 ახალი შენობის მშენებლობა იმერეთში. მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმების ბაზების რემონტი. წლის ბოლომდე დაგეგმილია 4 სათვალთვალო კოშკურის აღდგენა. 

 

დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრომ შეიძინა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კონტეინერი და მესაზღვრეებისთვის საგუშაგო ჯიხურების მოწყობა დაიწყო.

 

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს პირველად ჩატარდა ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება. უცხოელი ექსპერტების დახმარებით სხვადასხვა ქვედანაყოფი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადის. სამინისტროში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი სხვადასხვა სამსახურში დასაქმდა.

 

ანგარიშში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ გასული 12 თვის განმავლობაში პოლიციის დეპოლიტიზაცია განხორციელდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გაუქმდა კუდი და სოდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი