როგორც მარგველაშვილმა “მაესტროს” გადაცემა სუბიექტურ აზრში სტუმრობისას განაცხადა, იგი მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრის ჩამოთვლას აპირებდა:
“ეს იყო ქუჩაში გადაღებული. უცებ ქუჩაში შემხვდა ქალბატონი. მე ვაპირებდი, ასე მთლიანად, მინისტრთა მთელი კაბინეტის ჩამოთვლას. მერე იმ ქალბატონმა შემაწყვეტინა და გავჩერდი იქ, სადაც გამაჩერა. მე რისი თქმა მინდოდა მაშინ, რომ ეს ხალხი, ვისთანაც ვმუშაობდი და ახლაც ჩემს კოლეგებად რჩებიან, არიან უაღრესად პატივცემული ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ ქვეყნისთვის და მათი ჩამოთვლა მინდოდა”, – აცხადებს მარგველაშვილი და დასძენს, რომ იმ ჩამონათვალში, სადაც პირველად მან ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო დაასახელა, რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს:
“თუმცა სერგეენკო განსაკუთრებით მიყვარს, რადგან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ამ კამპანიის განმავლობაში. ძალიან ბევრს დადიოდა ჩემთან ერთად, იცლიდა, რომ დამხმარებოდა, ამიტომ გამახსენდა. ასევე ძალიან აქტიური იყო კახი [კალაძე]”, –განაცხადა მან.