ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: გიორგი მარგველაშვილს ატყუებენ

23 ოქტომბერი, 2013 • • 1360
ნინო ბურჯანაძე: გიორგი მარგველაშვილს ატყუებენ

ბურჯანაძე ამომრჩევლების წინაშე დახლოებით 40–წუთიანი სიტყვით წარსდგა. მან თავის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

 

“მინდა იცოდეთ, რომ ეს ნდობა, რომელსაც იმ ათი ათასობით და ასი ათასობით ადამიანის თვალში ვხედავ, ვისაც ვხვდებოდი, მე არ მათამამებს. ეს ნდობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ დემოკრატიული განვითარების გზაზე. მე გპირდებით, გვექნება ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც ადამიანები კი არ იარსებებენ, არამედ ღირსეულად იცხოვრებენ. რომ არა სახალხო კრება და ის გზა, რომელიც ერთად გავიარეთ, და რომ არა 26 მაისი, არ იქნებოდა 1 ოქტომბერი”, – განაცხადა ბურჯანაძემ და ყველა იმ ადამიანს, ვინც, მისი თქმით, რეჟიმს არ ეგუებოდა, მადლობა გადაუხადა.

 

“26 მაისს ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ  ერთად დგომით, შეუდრეკელობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. 1 ოქტომბერს ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ძალა ხალხშია და მე მჯერა, რომ 27 ოქტომბერსაც იქნება ასეთივე გარდამტეხი დღე. 27–ში დავანახებთ მსოფლიოს,  რომ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და უნარი, რომ დავფიქრდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც გვჭირდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც  გამარჯვებაში დარწმუნებულია და დასძინა, რომ გიორგი მარგველაშვილს ატყუებენ, როდესაც მაღალ რეიტინგზე ესაუბრებიან:

 

“სინამდვილეში მას 60–პროცენტიანი მხარდაჭერა არ აქვს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი