ახალი ამბები

პაპმა ფუფუნების გამო ეპისკოპოსი ეპარქიიდან დროებით გარიცხა

23 ოქტომბერი, 2013 • • 1154
პაპმა ფუფუნების გამო ეპისკოპოსი ეპარქიიდან დროებით გარიცხა

აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ვატიკანი არ აკონკრეტებს, თუ რა დროის მანძილზე იქნება ეპისკოპოსი ეპარქიიდან გარიცხული. ლიმბურგის ეპარქიაში ეპისკოპოსს ფრანც–პიტერ ტებარცს ვან ელსტს ვოლფგანგ როეში შეცვლის.

ვატიკანის განცხადებით, როეში მოვალეობების შესრულება პირველი იანვრიდან შეუდგება, თუმცა ეპარქიაში მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

მთავარეპისკოპოსის, რობერტ ზოლიჩის განცხადებით, პაპმა ეპისკოპოსის გარიცხვის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო, მას შემდეგ, რაც ფრანც–პიტერ ტებარცს ვან ელსტს შეხვდა.

BBC-ის ინდორმაციით, ეპისკოპოსს ბრალად ედება 31 მილიონი ევროს (42 მილიონი დოლარი) დახარჯვა საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსი აღდგენისთვის. თავად დროებით გარიცხული ეპისკოპოსის განცხადებით, ანგარიში 10 პროექტზე იყო გათვალისწინებული და მასში დამატებით ხარჯებიც შედიოდა.

ვატიკანი აცხადებს, რომ პაპმა ფრანცისმა გადაწყვეტილება ობიექტური ინფორმაციის საფუძვლეზე მიიღო.


მასალების გადაბეჭდვის წესი