ახალი ამბები

“ევროპაბეთმა” საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ფსონების დადების სერვისი გააუქმა

23 ოქტომბერი, 2013 •
“ევროპაბეთმა” საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ფსონების დადების სერვისი გააუქმა

იმ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, რომელზე მომხმარებლებს საპრეზიდენტო კანდიდატებზე ფსონების დადების საშუალება ჰქონდათ, მითითებულია, რომ “თამაშები დროებით არ არის”.

 

“ევროპაბეთში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ონლაინ ტოტალიზატორი “ევროპაბეთი” არ აკეთებს ოფიციალურ  კომენტარს იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა აღნიშნული სერვისის ამოღება სპორტის გვერდიდან:

 

“ნებისმიერი კოეფიციენტის გამოტანის, შეცვლის, გაუქმების. მოფიქრების, მოდით, ასე დავარქვათ, უფლება აქვს ევროპაბეთს, გადამოწმების შემდეგ ან ამოიღოს, ან გააუქმოს”,– აცხადებენ ევროპაბეთში.

 

კომპანიაში არ აზუსტებენ, დროებითაა შეჩერებული სერვისი, თუ საბოლოოდ გააუქმეს.

 

საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლის, რომელიც სააგიტაციო მასალას არეგულირებს, მე–3 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი