ახალი ამბებისაზოგადოება

შოტლანდიაში იშვიათი სახეობის დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინეს

4 აპრილი, 2018 • 2516
შოტლანდიაში იშვიათი სახეობის დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინეს

შოტლანდიაში იშვიათი პრეისტორიული სახეობის დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს. აღმოჩენა ედინბურგის უნივერსიტეტსა და ჩინეთის სამეცნიერო აკადემიას ეკუთვნის. მეცნიერები, რომლებმაც ჩრდილო-დასავლეთ შოტლანდიაში დინოზავრების 50-მდე ნაკვალევი აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ისინი კუნძულზე 170 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ნაკვალევი ორი სახეობის დინოზავრს, ზავროპოდსა და თევროდოპს ეკუთვნის.

როგორც ექსპედიციის მონაწილე მეცნიერები ამბობენ, ერთ-ერთი ნაკვალევი მანქანის საბურავის ზომის იყო და ის ეკუთვნის 15 მეტრის სიმაღლის 10-ტონიან დინოზავრს.

დინოზავრების ქცევისა და შუა-იურული პერიოდის შესახებ მეტი ინფრომაციის შესაგროვებლად ექსპედიციის მონაწილეები სქაი აილენდზე კიდევ გაემგზავრებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი