ახალი ამბები

სამსახურეობრივი ავტომანქანებით სარგებლობის საკითხს სახელმწიფო კომისია შეისწავლის

23 ოქტომბერი, 2013 • • 1065
სამსახურეობრივი ავტომანქანებით სარგებლობის საკითხს სახელმწიფო კომისია შეისწავლის

როგორც მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულებაშია ნათქვამი, კომისია ავტომანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით იქმნება და მის შემადგენლობაში შევლენ:


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე , ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე , იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე , ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი იქნება, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი შეასრულებს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსაც.


კომისია 2013 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავების გარდა მოამზადებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს, რომლითაც განისაზღვრება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდებობრივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავტომობილებით სარგებლობის და ახალი ავტომობილის შეძენის წესი.


კომისია ასევე საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას სამსახურებრივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი