ახალი ამბები

სერგეენკო: რეფერალური საავადმყოფოს საკითხის შესწავლაზე ლამის დეტექტივები დავიქირავეთ

23 ოქტომბერი, 2013 • • 1213
სერგეენკო: რეფერალური საავადმყოფოს საკითხის შესწავლაზე ლამის დეტექტივები დავიქირავეთ

კითხვაზე, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, თუ გეგმავს სახელწმიფო გადახედოს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებულ კონტრაქტებსაც, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ სამთავრობო კომისია უკლებლივ ყველა დაწესებულების საკითხს სწავლობს. 


“ჯერ კიდევ შარშან, 25 დეკემბერს შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის სამედიცინო ინფრასტრუტურის გასხვისების საკითხებს, ხდება ყველა კონტრაქტის გადახედვა. საქმე იმაშია, რომ თითოეულ საავადმყოფოსთან მიმართებაში იმდენად მრავალსვლიანი გასხვისებებია ჩატარებული, რომ ბევრი დრო მოითხოვა ამის ანალიზმა, თუმცა, უკლებლივ ყველა დაწესებულებაზე ასეთი შესწავლა მიმდინარეობს. ამ მხრივ, ლიდერობს ყოფილი 31-ე ქარხნის, ახლანდელი რეფერალური საავამდყოფო, სადაც ლამის დეტექტივების დაქირავება დაგვჭირდა, იმდენად ტენდენციურად ჩახლართული სვლებია გაკეთებული. ამ საკითხზე, მგონი, გავდივართ ბოლოში, და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე კონკრეტული ცვლილება იქნება,”- ამბობს მინისტრი.


რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სერგეენკოს თქმით, სამინისტრო სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

 

“გადაწყვეტილება არ გვაქვს ჯერ მიღებული. ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ დაბრუნდეს სახელმწიფოს მმართველობაში, მეორე- არსებული, ძველი კონტრაქტის პირობების გაგრძელება, და მესამე, სახეცვლილი კონტრაქტი, სახელწმიფოს და კერძო კომპანიის პარტიორობა, უპირატესობა ჯერ არ მიგვინიჭებია არცერთისთვის. არჩევანი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ დეტალებზე, აპრიორი არის ის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სერვისი მიიღოს და არა ის, რომ დავიბრუნოთ.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი