ახალი ამბები

კალაძე ხურჩის საქმეზე: ეს იყო დადგმული სპექტაკლი

23 ოქტომბერი, 2013 • • 1252
კალაძე ხურჩის საქმეზე: ეს იყო დადგმული სპექტაკლი

“ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. თუ რისთვის და რატომ- ამას გამოძიება დაადგენს. დარწმუნებული ვარ, ასეთი დადგმული სპექტაკლები გასული წლების განმავლობაში ბევრი იყო და სამომავლოდ ბევრი საინეტერესო რამ გამოიკვეთება”, – განაცხადა კალაძემ.


შსს-მ გუშინ ხურჩაში 2008 წლის 21 მაისს მომხდარი აფეთქების ფაქტზე ტერაქტის ბრალდებით დააკავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი