ახალი ამბები

სერგეენკო შესაძლო პრემიერობაზე: არც ჯანდაცვის მინისტრობა ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება

23 ოქტომბერი, 2013 • • 1052
სერგეენკო შესაძლო პრემიერობაზე: არც ჯანდაცვის მინისტრობა ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება

“ძნელი სათქმელია. ჯანდაცვის მინისტრობაც არ ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება. ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო იმ მოვალეობებს, რომელიც ქვეყნისთვის დროის იმ მონაკვეთში არის საჭირო,”- განაცხადა სერგეენკომ დღეს, 23 ოქტომბერს მედიასთან შეხვედრის დროს. 

 

მინისტრის თქმით, პრემიერის კანდიდატურის განხილვის საკითხი ამ ეტაპზე, როგორც მისთვის ცნობილია, აქტიურ ფაზაში შესული არ არის.

 

“სულ რაღაც 4 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებს ველოდებით. მთლიანი რესურსი, დაგეგმარება, ამ არჩევნებისკენ არის მიმართული. არჩევნები ჩაივლის და დარწმუნებული ვარ კონსულტაციები ამ საკითხზე აქტიურ ფაზაში შევა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ერთ დღეში უნდა გადაწყდეს.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი