ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას, რომ შეგვიძლია ევროპული არჩევნების ჩატარება

23 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას, რომ შეგვიძლია ევროპული არჩევნების ჩატარება

“ძირითადი საუბრის თემა გახლდათ არჩევნები, რომელიც ჩვენ გველოდება უახლოეს დღეებში. საბედნიეროდ, მათ ელემენტარული ეჭვიც არ გააჩნიათ, რომ არჩევნებზე შეიძლება რამე გაუგებრობა მოხდეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად წყნარად და ნორმალურად. ყველა კანდიდატს აქვს თანაბარი უფლებები, და ეს არჩევნები იქნება ტიპიურად ახალი საქართველოსთვის, ეს იქნება ევროპული არჩევნები, სადაც ჩვენ ვისწრაფვით და ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას, რომ შეგვიძლია ევროპული არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, რადოსლავ შიკორსკისა და  კარლ ბილდტს აინტერესებდათ არჩევნების შემდგომი პერიოდიც:

 

“ჩემთან ერთად გადაამოწმეს ის, თუ რას ვაპირებ და როგორ ვხედავ სიტუაციას არჩევნების შემდგომ, იქნება თუ არა სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში. მე მგონი, მე მოვახერხე მათი დარწმუნება, რომ სიტუაცია საკმაოდ სტაბილური იქნება, თუმცა გარკვეული ეჭვები მათ მაინც რჩებათ, ეს ნორმალურიცაა, რამეთუ ორი გამოკვეთილი ლიდერი ტოვებს პოლიტიკას: სააკაშვილი – 17 ნოემბერს, ინაუგურაციის შემდგომ და დაახლოებით ერთ კვირაში, ანუ ინაუგურაციის შემდგომ – მე დავტოვებ პრემიერ-მინისტრის პოსტს, ეს მე მათ ავუხსენი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი