ახალი ამბები

ივანიშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

23 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

შეხვედრა დახურულია მედიისთვის და მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადებების გაკეთება.

 

შიკორსკი და ბილდტი გუშინ საღამოს უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მათ ოფიციალური ვახშამი გამართეს რესტორან “ფუნიკულიორში”.


შიკორსკისა და ბილდტის ერთობლივი ვიზიტი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონული  ტურნეს  ფარგლებში ხორციელდება. “აღმოსავლეთ პარტნიორობა“, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის  ჩარჩო, წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი