ახალი ამბები

მარგველაშვილი: ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი არ უნდა ვთქვათ

22 ოქტომბერი, 2013 •
მარგველაშვილი: ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი არ უნდა ვთქვათ

“ამ მომენტისთვის არ ვთვლი, რომ უარი უნდა ვთქვათ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე,”- ეს განცხადება მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში “არჩევანი” გააკეთა. გადაცემაში მარგველაშვილის გარდა მინისტრები და მმართველი პარტიის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. 

 

“რუსეთის ფედერაციასთან დაძაბულობის დაკლება არის ჩვენი პოლიტიკური მიზანი, რომ გაჩნდეს გარკვეული ნდობის მომენტები, ჩვენ მოვახერხეთ და ეს ნდობის მომენტები გავაჩინეთ ზურაბ აბაშიძის მისიის ფარგლებში და თქვენ იცით, რამდენად სასარგებლოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კურსის კონტექსტში ვთქვით, რომ ჩვენ მივდივართ ოლიპიადაზე, მაგრამ თუ ეს ნაბიჯი არ იყო ადეკვატურად აღქმული რუსეთის ფედერაციის მიერ, თუ მისი პოლიტიკური ნაბიჯები მიმართული იქნება იქით, რომ ოლიმპიური სულის პოლიტიზაცია მოახდინოს, ბუნებრივია, ჩვენ, თითოეული მოქალაქე, ავწონ-დავწონით, რამდენად ადეკვატურია ეს პოზიცია. მნიშვნელოვანია ჩავრთოთ სპორტული საზოგადოება, ოლიმპიური კომიტეტი. ასეთი თემები შეიძლება გაიშალოს. არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ისტერიული, რომ ეს არის შეურაცხყოფა. ამის განსასჯელად დრო არსებობს,”- ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი