“მუზეუმის სახელწოდება რჩება, იქ არსებული მასალებიც დარჩება, თუმცა მასალები დაემყარება იმ რეალურ ინფორმაციას, რაც იმ დროს არ არსებობდა. გაკეთდება განმარტებების პარალალური ტექსტები. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია, თუ რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს,” -ამბობს კულტურის მინისტრის მრჩეველი, ინგა ქარაია ნეტგაზეთთან საუბარში.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში ლაშა ბაქრაძე, ლაშა ბუღაძე, ლევან ბერძენიშვილი, რისმაგ გორდეზიანი და ჯანა ჯავახიშვილი არიან.
“სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა იმისთვის, რომ განგვესაზღვრა, რა ტიპის ცვლილება უნდა მოხდეს მუზეუმში. მომავალ კვირას ვგეგმავთ ჩასვლას სტალინის მუზეუმში, ადგილზე ვნახოთ, რა ტიპის სამუშაოები შეიძლება დაიწყოს, შემდეგში სამუშაო პროცესში ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, სამუზეუმო ექსპოზიციის დიზაინერები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ჩაერთვებიან,”- ამბობს ქარაია.