ახალი ამბები

სააკაშვილი საცხოვრებლად ბარნოვის ქუჩაზე გადადის

22 ოქტომბერი, 2013 •
სააკაშვილი საცხოვრებლად ბარნოვის ქუჩაზე გადადის

პრეზიდენტი და პირველი ლედი საცხოვრებლად ბარნოვის ქუჩაზე გადადიან, სადაც ისინი 2004 წლამდე ცხოვრობდნენ. 

“პრეზიდენტის ოჯახის გადასვლის პროცესს მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ისინი ვეძისში, იმ ადგილზეც მიიყვანა, სადაც ადრე პრეზიდენტის ბებია ცხოვრობდა. ქვეყნის პირველი პირი ამ ადგილზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აშენებას გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკის მშენებლობა სხვა ადგილზე დაიწყო, მიხეილ სააკაშვილმა ამ ტერიტორიის გაყიდვა გადაწყვიტა. მიღებული თანხა კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას მოხმარდება,”- წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი