ახალი ამბები

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვას იწყებს

22 ოქტომბერი, 2013 •
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვას იწყებს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ბესიკ ბ–ს ბრალი განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. კერძოდ, ქ. თერჯოლაში ურთიერთშელაპარაკების დროს, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით განიზრახა ორი პირის მოკვლა, რა მიზნითაც მათ მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რის შედეგადაც ერთ–ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

 

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, შერჩეული იქნა 12 ნაფიცი მსაჯული და ორი სათადარიგო მსაჯული, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.

 

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი