მისი თქმით, ამ პოსტზე პირს ათავისუფლებს და ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ონიშენკოს რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობის ვადა ამოეწურა და მას მისი მოადგილე შეცვლიდა ამ თანამდებობაზე.
“ონიშენკოს გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე პრემიერ-მინისტრს ხელი არ მოუწერია, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს,” – აცხადებს ტიმაკოვა. მისი თქმით, ონიშენკოს ვადა მართლა გაუვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიღებს.