ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წლის მარტში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის მარტთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა

3 აპრილი, 2018 • 1979
2018 წლის მარტში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის მარტთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა

2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13.2%-ით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით (13.2%-ით) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, მარტში ტურისტების საერთო რაოდენობა 292 017 იყო, რაც  72 403-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ზრდა ამ მიმართულებით 33%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად,  2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან,  რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა.

“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მარტის თვეში, გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43% და აშშ +35%,” -აცხადებენ უწყებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი