ახალი ამბები

წულუკიანი: დეპარდიე არ არის ის პირი, რომელთან მიმართებაშიც უნდა ვიჩქაროთ

22 ოქტომბერი, 2013 •
წულუკიანი: დეპარდიე არ არის ის პირი, რომელთან მიმართებაშიც უნდა ვიჩქაროთ

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ჟერარ დეპარდიე ის ადამიანი არ არის, რომელთან მიმართებაშიც ხელისუფლებამ უნდა იჩქაროს:

 

“ამ მდგომარეობას შესწავლა სჭირდება. ჟერარ დეპარდიე არ არის ის ადამიანი, რომელთან მიმართებაშიც საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღოს, ამიტომ ფაქტს შევისწავლით და, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შესაბამის რეაგირებასაც გააკეთებს. კანონი, რა თქმა უნდა, ყველასათვის ერთია.”

 

ინფორმაცია და ფოტომასალა იმის თაობაზე, რომ ჟერარ დეპარდიე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, რადგან ტრანზიტით ბაქოში მიფრინავდა, გუშინ “ფეისბუქში” გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი