ახალი ამბები

დაიკარგა 15 წლის მოზარდი

22 ოქტომბერი, 2013 •
დაიკარგა 15 წლის მოზარდი

“ჩვენ გვეგონა, რომ წავიდა კალათბურთის სათამაშოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თამაშზე საერთოდ არ ყოფილა. სახლში აღარ დაბრუნებულა…”,   აცხადებს მოზარდის დედა.

ეკატერინე აფხაიძის თქმით, მისი შვილი ამბობდა, რომ მონასტერში გეგმავდა წასვლას, თუმცა გადამოწმების შემდეგ არც იქ აღმოჩნდა.

‘წასვლა უნდოდა, გეგმავდა, მაგრამ ასე დაუკითხავად არ წავიდოდა. ყველგან ვეძებთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივაგენით. უკვე დაუკავშირდით პოლიციას და პოლიციაც ეძებს”.

აფხაიძის თქმით, სანდროს სახლიდან არაფერი წაუღია.

“ტანთ ეცვა სპორტული ტანსაცმელი. იგი არის მაღალი, გამხდარი ბიჭი, მოკლედ შეჭრილი თმა აქვს, აცვია შავი კაპიუშონიანი ქურთუკი, შავი შარვალი და შავი ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი”.

სანდრო მგალობლიშვილი
სანდრო მგალობლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი