“ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა თურქმენულ მხარესთან, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არის თანხმობა აზერბაიჯანული მხრიდან იმისთვის, რომ დერეფანი იყოს თავისუფალი, რაც ნამდვილად მისასალმებელია, უახლოეს პერიოდში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიგრძნობთ ამ ბაზრის თავისუფლებას და არ გამოვრიცხავ საწვავზე ფასის დაწევასაც”, – განაცხადა კალაძემ.
რამდენიმე კვირის წინ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ვიზიტისას, ხელი მოაწერა დოკუმენტს სატრანზიტო დერეფნის ლიბერალიზაციის შესახებ, რაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.




