პატრიარქის თქმით, ფონდის მიზანი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ტყე–პარკების შექმნა და მოვლა იქნება.
“გამოიყო პირველი პრიორიტეტები, როდესაც გაერთიანებული ძალისხმევით სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განხორციელდება გამწვანების პროექტი. ჩვენ უკვე კონკრეტული გეგმებიც დავსახეთ და ჯანდაცვის სამინისტროს მაკოორდინერებელი როლი ექნება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, იგი ამ პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებების გააქტიურებას აპირებს:
“გვაქვს გარკვეული პერიოდი, რათა ჩამოვყალიბდეთ, სტრუქტურულად როგორ ვიმოქმედოთ ამ ჩარჩოს ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა”, – განაცხადა სანიკიძემ.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ფონდის შექმნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება. 1 ნოემბერს წინანდალში დაგეგმილია საქველმოქმედო კონცრტის გამართვაც. ფონდში პირველ შენატანს პატრიარქი გააკეთებსა 50 ათასი დოლარის ოდენობით.




