ახალი ამბები

ივანიშვილი: საქართველოს დეოკუპაციას 20 წელზე ნაკლები დასჭირდება

22 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: საქართველოს დეოკუპაციას 20 წელზე ნაკლები დასჭირდება

ივანიშვილის თქმით, საქართველომ აფხაზებსა და ოსებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანას აშენებს და ძალიან საინტერესო იქნება ქართველებთან თანაცხოვრება. თუმცა პრემიერი არ გამორიცხავს, რომ მანამდე რუსეთმა თავად გააცნობიეროს ის, რომ მისთვის არის სახიფათო მავთულხლართების გავლება. 

 

“დეოკუპაციის პროცესი, ყველაზე ხანგრძლივი, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს, ჩვენი საინტერესოდ ქვეყნის აშენების შემთხვევაში, რასაც დასჭირდება არანაკლები 4- 5 და იმის შემდგომი წლები, რაც გამოჩნდება, მაგრამ არა ის, რომ უსასრულო წლები. უფრო ადრე, ვიდრე 20 წელი, რასაც მე ვამბობ. შუალედზე ნაკლები, თუ გნებავთ. ჩვენ უკვე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, მათ შორის ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს, რომ ძალიან საინტერესო ქვეყნას ვაშენებთ და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთან თანაცხოვრება მათთვის. მათ გაუჩნდებათ და გაუმძაფრდებათ ეს სურვილი. ამავდროულად უფრო საინტერესო გახდება საქართველო ევროპისთვის, ამერიკისთვის. გაერთიანებებში შევალთ. თუ უფრო ადრე რუსეთმა არ გააცნობიერა, რომ მისთვის არის ეს სახიფათო რაც მოხდა, რაც გააკეთა. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო ადრეც, უფრო სწრაფადაც, განვიტარდეს ეს პროცესები. კლასიკურად ამას წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ უნდა დავრწმუნოთ ჩვენი ძმები ოსები და აფხაზები, რომ ჩვენთან თანაცხოვრება არის საუკეთესო პერსპექტივა მათთვის და მხოლოდ ამით უნდა დაიჭირონ მათ პრინციპული პოზიცია. მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ. ევროპის ნაწილი ვართ, ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ, იქით უნდა ვისწრაფოდეთ. 20 წელიწადში, ჩემი ზოგადი პერსპექტივაა ევროპელები უნდა ვიყოთ. შუალედზე და უფრო ადრე ჩვენ ამ საკითხებსაც დავალაგებთ,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი