ახალი ამბები

ივანიშვილი: ჯანდაცვის რეფორმა ყველაზე ხარისხიანად მიმდინარეობს

22 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: ჯანდაცვის რეფორმა ყველაზე ხარისხიანად მიმდინარეობს

“ყველაზე მეტი გადალაგება ხდება მანდ. პარალელურად ამ დროს უმჯობესდება ჯანდაცვა და ამჩნევს მოსახლეობაც. თანხების ყველაზე მეტი ბიუჯეტიდან აქ მიიმართა დამატებით, რაც ჩვენ გადავახალისეთ თანხები ჯანდაცვაზე და აბსოლიტურად მართებულად,”- განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

 

პრემიერის ამბობს, რომ საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა,  იხოცება ხალხი, მცირდება მოსახლეობა. მისი თქმით, საზღვარგარეთ არიან წასული ჩენი გუნდის წევრები,  მათ შორის სოზარ სუბარიც. სუბარის ინიციატივით, ცე ჰეპატიტის მკურნალობა საპატიმროებში უფასო უნდა იყოს.

 

 

“უამრავი პატიმარი იტანჯება ცე ჰეპატიტით, ეს ძალიან ძვირადღირებული პრეპარატია. ძალიან კარგად იმუშავა გუნდმა, მოვახერხეთ იაფად შეძენა. ცე ჰეპატიტიც კი შეიძლება უახლოეს დროში უფასო იყოს მკურნალობა. ამ დონემდე მივედით, ეს მოხდა ძალიან სკრუპულოზური, დღე და ღამე მუშაობით, სერგეენკოს და სხვა სტრუქტურების მუშაობით. სოზარ სუბარიც ბევრს მუშაობდა,” -განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

პრემიერი ამბობს, რომ ყველაზე რთულ რეფორმას და ყველაზე ხარისხიანად ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ივანიშვილის თქმით, არ ეგონა, თუ ამდენი პრობლემა არსებობდა ჯანდაცვის სექტორში. მისი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს ახალი საავადმყოფოების გახსნა შეჩერდა, შენობები უხარისხოდ ააშენეს, სადაზღვვეო კომპანიებს აქვთ ვალები, მომსახრება უჭირთ, მაშინ, როცა სახელმწიფო პოლისებში ფულს იხდის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი