ახალი ამბები

ივანიშვილი: მარგველაშვილი ერთადერთი იყო ექსპერტთა კლუბში, რომელმაც ხელფასზე უარი თქვა

21 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: მარგველაშვილი ერთადერთი იყო ექსპერტთა კლუბში, რომელმაც ხელფასზე უარი თქვა

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, გიორგი მარგველაშვილს სხვა დადებით თვისებებთან ერთად “დამატებითი თვისებაც” აქვს- იგი ვალდებულების გრძნობით მოდის პოლიტიკაში და ამ ვალდებულების გრძნობის გამო მუშაობდა მის ექსპერტთა კლუბში ანაზღაურების გარეშე. 

 

“რატომ მომწონს გიორგი სხვაზე მეტად, აქაც გამოჩნდება. როდესაც მე ექსპერტთა კლუბი მყავდა და ხელფასსაც ვუხდიდი, ერთადერთი კაცი, ვინც ხელფასზე უარი თქვა, გიორგი იყო. ეს მაგალითი სხვებს ჩრდილს არ აყენებს. “მე მყოფნის ჩემი ხელფასიო,” – მითხრა გიორგიმ- “მე სწორ გზას ვხედავ, ვხედავ შენში იმედს ჩემი ქვეყნის და ვალდებული ვარ მოვიდე და გავაკეთო.” მე შევწუხდი. “თუ დამჭირდება, მოვალ და მეგობრულად გთხოვ, მაგრამ მე მყოფნის ჩემი ხელფას,ი ჩემს ვალდებულებას ვგრძნობ და ისე გავაკეთებ როგორც შემიძლია.” რა თქმა უნდა, არავისზე ნაკლებად აქტიური არ იყო. გიორგი ამ განცდით მოდის მხოლოდ,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი