პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ მას ეშლება და ამომრჩეველმა მას ის მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რასაც მათგან ელის, მაშინ პოლიტიკიდან წავა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, პოლიტიკიდნ წასვლის შედმეგ მას დიდი ტვირთი მოეხსნება.
“მე მხოლოდ ვალდებულება მტანჯავდა, როცა ვფიქრობდი და დღესაც მერიდება, რომ შეიძლება წავსულიყავი. ეს თუ მომეხსნება, მე თავისუფალი კაცი ვიქნები და უზარმაზარი ტვირთი ჩამომეხსნება, ჩვენში რომ დარჩეს. დარჩენილ დროს, მებაღეობა მიყვარს ძალიან და გავატარებ ხეების დარგვაში. ახლაც მოვახერხე ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე ხის დარგვა. მანამდე ვერ ვახერხებდი,”- განაცხადა ივანიშვილმა.







