ახალი ამბები

ივანიშვილი: კირვალიძე და ხვედელიძე ჩვენი მთავრობის ხარვეზი იყო

21 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: კირვალიძე და ხვედელიძე ჩვენი მთავრობის ხარვეზი იყო

პრემიერ-მინისტრის თქმით, მის მთავრობას დიდი შეცდომები არ ჰქონია, მაგრამ ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოადგილის გელა ხვედელიძისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის შემთხვევაა. 

 

“დიდი ხარვეზი იყო გელა ხვედელძე და დღესაც განვიცდი. ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. სასამართლო არ დასრულებულა, მაგრამ იქ კითხვები იყო დასმული და იყო გადაცდომები. ეს ორი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ჩემს ყველაზე დიდ გულისტკენას იწვევს,”- განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დავით კირვალიძე მინისტრთა კაბინეტში საუკეთესო მინისტრი იყო, რადგან დროულად მიხვდა თავის შეცდომას და გადადგა, რის გამოც მას დღესაც აფასებს. 

 

“ის, რომ მინისტრს გაეპარა და მას ეგონა თავში, რომ ბრალს დებდნენ, აჟიოტაჟი იყო ატეხილი და პროკურატურას უპირისპიდებოდნენ. აქაც დიდი ომი გადავიტანეთ. მძიმე საზოგადოება იყო ძალიან. ექსპერტები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, პატარა ქვეყანაა საქართველო, ზოგი ნათესავი, ზოგი მეგობარი… მთლიანად წავიდნენ პროკურატურაზე. მხარდამჭერები გამოუჩნდნენ კირვალიძეს, თვითონ აქტიურობდა ძალიან. მას ეგონა, რომ ეს იყო მოგონილი ყველაფერი. ბოლოს, როცა ნახა ფაქტები პროკურატურაში, როცა დარწმუნდა თვითონ კირვალიძე, რომ არ იყო მოგონილი ფაქტები, მივიდა და თქვა, რომ ბოდიში. საწყენი იყო, ბევრი დრო დავხარჯე ამაზე, მაგრამ მომავალშიც გამოგვადგება,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი