ახალი ამბები

ივანიშვილი; თბილისის მერობის კანდიდატი უკვე შერჩეული მყავს

22 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი; თბილისის მერობის კანდიდატი უკვე შერჩეული მყავს

ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტევიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების შემდეგ იგი თბილისის მერობის კანდიდატსაც დაასახელებს. 

 

ივანიშვილის თქმით, თუ ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურები კარგად იმუშავებს საქართველოში, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობებიც ადვილი სამართავი იქნება და მერის პიროვნულ თვისებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება.

 

ივანიშვილს მიაჩნია, რომ თბილისის მერი კარგი მენეჯერი და მეურნე უნდა იყოს. მისი თქმით, არც თბილისის მერობის მის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა და არც “ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ არ იცის მისი ვინაობის შესახებ. 

 

 

“მეურნე უნდა იყოს პირველ რიგში, მკეთებელი საქმის უნდა იყოს და კარგი მენეჯერი უნდა იყოს. წინა პლანზე წამოვა პროფესიონალიზმი, რამდენად პროფესიონალი და მეურნე კაცი იქნება. ასეთი მერი უნდა ჰყავდეს ქალაქს და არა ყველა რომ პოლიტიკოსობას იჩემებს. წასვლამდე შემიძლია დავასახელო მერობის ჩემი არჩევანი. შეიძლება საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება უკვე,”- განაცხადა ივანშვილმა. 

 

პრემიერის თქმით, გიგი იგულავას აქვს უფლება თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღების, თუმცა მას პოლიტიკური მომავალი საქართველოში არ აქვს.  

 

ივანიშვილის განცხადებით, იგი ნოემბერში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ფრანს-პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ აპირებს კულისებიდან მართოს ქვეყანა. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ქალაქ თბილისის მერს უშუალოდ ირჩევენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი