“ფრანს პრესისთან” საუბარში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის გადადგება თანამდებობიდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთ კვირაში, ხოლო მის “მემკვიდრეს” უფრო ადრე დაასახელებს.
“მე პრემიერის თანამდებობას 24 ნოემბრამდე დავტოვებ,” – აცხადებს ივანიშვილი და იქვე დასძენს, რომ ამის შემდეგ სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს.
“ბრიტანელი მხატვრის ლუსიან ფროიდის ნახატის წინ მჯდომი [ივანიშვილი] უარყოფს გარვცელებულ ხმებს, რომ ჩრდილიდან გააგრძელებს ეფექტურად ქვეყნის მართვას: “სად არის ლოგიკა, რომ მე სცენის მიღმა ვმართო?” – კითხულობს ივანიშვილი. “მე არ ვაპირებ ვიმოქმედო კულისებიდან” – წერია “ფრანს პრესის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.




