საიამ დღეს შსს-ს მიერ შეძენილი 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა. როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსი ნინო გიორგობიანი განმარტავს, ამ სიაში მოხვედრილი 6 ავტომანქანა (ბრონები) განვადებითაა შეძენილი.
“ეს არის დაცვის პოლიციის საინკასაციო მანქანები, რომლითაც ხორციელდება თანხის გადატანა და ეს მანქანები განვადებით არის შეძენილი საქართველოს ბანკიდან,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ნინო გიორგობიანმა.
აღნიშნული ავტომანქანები შსს-მ 2013 წლის 10 მაისს შეიძინა და მათი საერთო ღირებულებაა 822 057 ლარი.
ეს ავტომანქანები: 1. “ფოლცვაგენ TS” (ბრონი) – 144 029 ლარი; 2. “მერსედეს ბენცი KA-35K” (ბრონი) – 135 964 ლარი; 3. “მერსედეს ბენცი KA-35K” (ბრონი) – 135 964 ლარი; 4. “მერსედეს ბენცი KA-35K” (ბრონი) – 135 964 ლარი; 5. “მერსედეს ბენცი KA-35K” (ბრონი) – 135 068 ლარი; 6. “მერსედეს ბენცი KA-35K” (ბრონი) – 135 068 ლარი.




