ახალი ამბები

მორაგბეთა U-18 ნაკრები ევროპის ჩემპიონია

31 მარტი, 2018 • 3700
მორაგბეთა U-18 ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი 8-3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

წელს ფინალამდე ფრანგებმა მეოთხედფინალში რუმინეთს 67:8, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთს 38:7 მოუგეს.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას 69:12, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობა.

ნაკრები ამ ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მე-4 გავიდა. წინა სამივე ფინალი ქართველ ახალგაზრდებს ფრანგ თანატოლებთან აქვთ წაგებული ასეთი ანგარიშებით: 0-57; 0-42; 18-36.

ევროპის ჩემპიონი ნაკრების შემაგდნელობა:

სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე


ნაკრებმა პირველად ამ ჩემპიონატის ფინალში 2015 წელს ითამაშა, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატში ექვსი ერის ქვეყნების ყველა წარმომადგენელი თამაშობდა. ფინალისკენ მავალ გზაზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდია და იტალია დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგებმა 57:0 მოიგეს.

2016 წელს ფინალამდე რუმინეთს და პორტუგალიას ვძლიეთ, გადამწყვეტი მატჩი კი კვლავ ფრანგების იყო (42:0).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი