კერძოდ, 2013 წლის III კვარტლის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა 9085 დაფიქსირდა, რაც 2012 წლის III კვარტლის ბოლო მაჩვენებელთან (22299) შედარებით 13214 ერთეულით შემცირდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გარდა პატიმართა რაოდენობისა, შემცირებულია პატიმართა გარდაცვალების რიცხვიც. 2013 წლის მესამე კვარტალში 5 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 2012 წლის მესამე კვარტალში – 8.
რაც შეეხება ამნისტიას, 2013 წლის III კვარტლის განმავლობაში ამნისტირებულ იქნა 14 ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო 2012 წლის განმავლობაში ამნისტია არ განხორციელებულა.
2012 და 2013 წლების მესამე კვარტალში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა რაოდენობა თითქმის ერთნაირია. 2012 წლის ამ პერიოდში პრეზიდენტმა 246, ხოლო 2013 წელს 244 პატიმარი შეიწყალა.
2013 წლის მესამე კვარტალში პირობით ვადამდე გათავისუფლდა 539 პატიმარი, ხოლო 2012 წლის ამავე პერიოდში -185. თუმცა ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობის გამო 2012 წელს უფრო მეტი პატიმარი გათავისუფლდა (47), ვიდრე 2013 წელს (38).
სამინისტრო ასევე აქვეყნებს არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სტატისტიკას:
“2013 წლის III კვარტლის ბოლოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა 17349 დაფიქსირდა, რაც 2012 წლის III კვარტლის ბოლო მაჩვენებელთან (38446) შედარებით 21097 (54.9%-ით) ერთეულით შემცირდა.
2013 წლის III კვარტლის განმავლობაში ამნისტირებულ იქნა 186 პირობით მსჯავრდებული, ხოლო 2012 წლის განმავლობაში ამნისტია არ განხორციელებულა”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.




