ახალი ამბები

მიმინოშვილის თქმით, მოსწავლეების ყველაზე მცირე რაოდენობა გეოგრაფიაში ჩაიჭრა

21 ოქტომბერი, 2013 •
მიმინოშვილის თქმით, მოსწავლეების ყველაზე მცირე რაოდენობა გეოგრაფიაში ჩაიჭრა

ამ მხრივ, მიმინოშვილის თქმით, ყველაზე კარგი შედეგები გეოგრაფიის საგანშია – იმ მოსწავლეების რაოდენობა, ვინც საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახა, დაახლოებით, 6%-ია. 

 

“სრულიად ნორმალური შედეგებია იმის მიუხედავად, რომ ბარიერი დაბალი იყო, ჯერჯერობით არ არის საუბარი იმაზე, რამდენი მოსწავლე ვერ მიიღებს ატესტატს. ამ გამოცდების განმეორებით ჩაბარება მოსწავლეებს გაზაფხულზეც შეუძლიათ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მიმინოშვილი. 

 

პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა გამოცდები ფიზიკაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ჩააბარეს. დანარჩენ ოთხ გამოცდას კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) – სასწავლო წლის ბოლოს.

 

მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში, განმეორებით მიეცემათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი