ახალი ამბები

“ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის თქმით, დეპუტატმა “ნაცმოძრაობიდან” სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

21 ოქტომბერი, 2013 •
“ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის თქმით, დეპუტატმა “ნაცმოძრაობიდან” სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

როგორც “ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, იგი ამ დროს სახლში არ იყოფებოდა. მომხდარის შესახებ მეზობელმა შეატყობინა, რის შემდეგაც დაბრუნდა.

 

“არ ვიცი, ეს აგრესია საიდან წამოვიდა, მაგრამ ალბათ გაღიაზინება აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოცარულები არიან, აგონიაში არიან. ვერ ვხვდები, მეც ვერ გავიგე, რატომ გააკეთეს ასეთი რაღაც. ჩამოვიდნენ, პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ, “ქართულ ოცნებას” და თქვენ დედას გიტირებთ, კურტკა შემომახიეს. პოლიციაში დავტოვე. ხელი- ხელზე გადავდიოდით, იგინებოდნენ. სამეზობლოს აგინებდნენ, ქართული ოცნების მხარდამჭერებს აგინებდნენ. მთვრალები იყვნენ, გალეშილები,”- ამბობს გვილავა.  

 

მომხდარზე ხულიგნობის მუხლით დაიწყო საქმის გამოძიება. 

 

აბაშაში კოალიციის საარჩევნო შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის წევრი ირინა იმერლიშვილი დღეს, 12 საათზე ბრიფინგს გამართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი