ახალი ამბები

“The Observer”–ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და კრიტიკისადმი დამოკიდებულების შესახებ

19 ოქტომბერი, 2013 •
“The Observer”–ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და კრიტიკისადმი დამოკიდებულების შესახებ

სტატიის პირველი ნაწილი ბიძინა ივანშვილის კრიტიკისადმი დამოკიდებულებას ეთმობა, პრემიერ– მინისტრი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ იგი კრიტიკის მიმართ მგრძნობიარეა, პირიქით, ამბობს, რომ ყველამ, ვინც მას იცნობს, იცის, რომ ივანიშვილს კრიტიკა უყვარს. თუმცა სტატიის ავტორი წერს, რომ პრემიერი თავად ამბობს, რომ მედია ხანდახან გულუხვი უნდა იყოს და ტაში არ დაიშუროს, იმის გათვალისწინებით, რომ “მან პოლიტიკაში ყოფნის ერთ წელიწადში ყველაფერი სწორად გააკეთა”.

ობსერვერისა და ივანიშვილის შეხვედრა ქალაქ მცხეთაში, რელიგიურ დღესასწაულზე გაიმართა, სტატიის ავტორი საქართველოს გარემოს შემდეგნაირად აღწერს:

“ჩვენი შეხვედრის ოთახის ფანჯრებიდან მე–11 საუკუნის ეკლესია ჩანს. მისი ეზო სავსეა დახმარების მთხოვნელებით, მორწმუნეებით, მღვდლებით, რომლბსაც შავი ანაფორა აცვიათ და წვერს ატარებენ. ეს ყველაფერი გახსენებს, რომ სააკაშვილის რეფორმების მიღმა, დაწყებული განათებებით, ღია კაფეებამდე, საქართველო მაინც კონსერვატული და ღარიბია”.  

ჟურნალისტი  ივანიშვილის ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ეხმიანება. იგი აღნიშნავს, რომ პრემიერ–მინისტრს მედიის წარმომადგენლების სიტყვები ფურცელზე ჰქონდა ამოწერილი და პასუხს თხოვდა მათ საკუთარი სიტყვებისთვის. მსგავსი შეხვედრა გამართა პოლიტოლოგებთანაც:

“ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს ვეკითხებოდი: აი, ამბობთ ამას და ამას, მაგრამ სად არის არგუმენტები? თქვენ არ გაქვთ არგუმენტები. მათ ვერაფერი დაამტკიცეს, რასაც ამბობდნენ. შემდეგ ყველა განაწყენდა, ამბობდნენ, რომ არ მიყვარს კრიტიკა. პირიქით, გთხოვთ გამაკრიტიკეთ, მაგარამ არგუმენტებით და არა ტყულის თქმით”– აცხადებს ივანიშვილი “ობსერევერთან” საუბრისას.

“არც იმასაა მოწადინებული, უცხოურმა პრესამ სამუშაო გარემოში ასახოს. მისი პრესსამსახურის წარმომადგენლები ჩივიან, რომ უცხოელი ჟურნალისტები  მის მიერ გატარებული პოლიტიკის ნაცვლად ივანიშვილის ზებრებზე წერენ. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ პრემიერ–მინისტრს ურჩევნია მათ აგარაკზე შეხვდეს, სადაც ზებრა ჰყავს და არა, ვთქვათ, ოფისში. ჟურნალისტს თუ მოშინაურებულ ზებრას აჩვენებ, ის ჯერ ზებრაზე დაწერს დიდი ალბათობით და შემდეგ დაგეგმილ სოფლის მეურნეობის რეფორმაზე. ეს ისეთი რამაა, რაც ივანიშვილს, როგორც ჩანს, მთელი წელი ზებრის დემონსტრირების მიუხედავდად, მხედველობიდან რჩება”.– წერს თავად ჟურნალისტი. 


სტატიის ბოლო ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის ახალ როლს ეთმობა, რომლის შესარულებასაც იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებს, როცა პრემიერ–მინისტრის პოსტს დატოვებს. შეკითხვა, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რჩება, მარტივადაა ფორმულირებული– აპირებს თუ არა ივანიშვილი მთავრობის კონტროლს/მართვას ირიბად, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტატიის ავტორი უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა. ბოკერია თქმით, ივანიშვილმა მიზანმიმართულად შეარჩია სუსტი და პოლიტიკურად გამოუცდელი ფიგურა საპრეზიდენტო კანდიდატად და მოსალოდნელია, რომ პრემიერ –მინისტრის თანამდებობაზეც მას ახალბედა პოლიტიკოსი შეცვლის:


“90–იანი წლებში, რუსეთში, ყველა ოლიგარქის ოცნება იყო პოლიტიკის კულუარებიდან მართვა. რა თქმა უნდა, რუსეთში მათ არასწორი პირი შეარჩიეს პუტინის სახით”– ამბობს ბოკერია. 


ივანიშვილის თქმით კი, ის საზოგადოებასთან ერთად გააკონტროლებს მთავრობას, რომელსაც დატოვებს:


“ჯობია, რომ საიდუმლოდ შევინახო ის მექანიზმი, რისი საშუალებითაც ამის გაკეთებას ვაპირებ”–ამბობს ის. 


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი