ახალი ამბები

საპატრიარქოსა და ნავთობკომპანია “სოკარს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

19 ოქტომბერი, 2013 •
საპატრიარქოსა და ნავთობკომპანია “სოკარს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში არსებული ყველა კონფესიის ობიექტი ერთი წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. 

 

“მემორანდუმი გაფორმდა “სოკარსა” და საპატრიარქოს შორის, რომელიც ქველმოქმედებას ითვალისწინებს. საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესიის ობიექტებს ბუნებრივი აირი მიეწოდებათ ერთ წლის მანძილზე უფასოდ. ეს დაიწყება 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე. მე მომავალშიც არ გამოვრიცხაც, რომ ასეთი ურთიერთობა გაგრძელდეს”– განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. 

 

მემორანდუმს ხელი “სოკარის” დირექტორმა რონვაგ აბდულაევმა და ქორეპისკოპოსმა იაკობმა მოაწერეს. შეხვედრეას ესწრებოდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. 

 

“საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ხელისუფლების თხოვნა იყო, შეგვესწავლა, არსებობდა თუ არა რელიგიური კონფესიების ობიექტებისთვის ბუნებრივ აირზე ფასის დაწევის შესაძლებლობა. პრეზიდენტ ალიევის დავალებით გადავწყვიტეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რელიგიურ კონფენსიებს მივცეთ ბუნებრივი აირი უფასოდ და დღეს ჩვენ სწორედ ამ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი”,– განაცხადა რონვაგ აბდულაევმა.

 

ნავთობკომპანია “სოკარმა” დღეს უკვე მეორე მემურანდუმი გააფორმა. საპატრიარქოს გარდა, დღეს ასევე გაფორმდა მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომლის ფარგლებშიც მხარეები ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული  განათლების მიმართულებით ითანამშრომლებენ.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი