ახალი ამბები

პრეზიდენტმა რაბათში არსებული მაღაზიის დამაარსებლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

19 ოქტომბერი, 2013 •
პრეზიდენტმა რაბათში არსებული მაღაზიის დამაარსებლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  გიორგი და სოფიო ნათენაძეების მიერ დაარსებული „მესხური ბრენდი”, რომელიც მესხური ვაზის უნიკალური ჯიშების მოიძიებით და ღვინის დაყენების წარმოებით არის დაკავებული, რაბათის ტერიტორიაზე ერთადერთი მოქმედი მაღაზიაა. გავრეცელბულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტმა კომუნალური გადასახადები შეუწყვიტა რაბათის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ მსგავს ობიექტს, რის შედეგადაც ყველა ობიექტი დაიხურა. ნათენაძეების ოჯახი კი  ერთადერთი მცირე მეწარმე აღმოჩნდა, რომელმაც ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით შეინარჩუნა „მესხური ბრენდის“ მაღაზია. 

 

“ადგილობრივი შუქის, წყლის და კომუნალურ ხარჯებს იხდიდა მუნიციპალიტეტი და შეუწყვიტა. ეს სტიმული გაქრა და ბევრი მაღაზია წავიდა აქედან. დარჩა ერთი მესხური მაღაზია და ამისთვის მადლობა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის. იმიტომ, რომ პირველ ორ წელს მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნეს, რომ ფეხზე ადგეს. სხვაგვარად ეს არ მოხდება. თავისით ეს არ აშენდებოდა და ეს მაღაზიები ვერ იფუნქციონირებდნენ. ათასგვარ სხვა სისიულელეზე ფულის გადაყრას, ჯობდა ჩვენი დატოვებული ფული გაეგრძელებინათ და მოემხარათ ამ ხალხისთვის და მაშინ პირველ ორ წელს თვითონ აიდგამდნენ ფეხს და შემდეგ აღარ დაჭირდებოდათ. როცა [დახმარება] შეუწყვიტეს, ყველა მაღაზია დაიხურა, ერთის გარდა. ეს მაღაზია ნამდვილად იმსახურებდა, მოვსულიყავით და მადლობა გვეთქვა. სახელმწიფო ჯილდოები სხვა არაფრისთვის არ არის, თუარა- მადლობა უთხრა ასეთ ხალხს”,–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი