ახალი ამბები

მთავრობამ 4 წლის ლიკა კაპანაძეს ოპერაციისთვის 53 000 ევრო გადაურიცხა

18 ოქტომბერი, 2013 • • 1171
მთავრობამ 4 წლის ლიკა კაპანაძეს ოპერაციისთვის 53 000 ევრო გადაურიცხა

ამის შესახებ მთავრობის განკარგულება უკვე გამოქვეყნდა:

 

“დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ პროგრამის ასიგნებიდან იტალიაში, ქალაქ ვერონაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება 53 000 (ორმოცდაცამეტი ათასი) ევროს ოდენობით”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი აწერს.

 

ლიკა კაპანაძეს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, ოპერაციისთვის სულ 150 000 ევროა საჭირო. მისთვის ფულს დიტო ცინცაძის სახელობის ფონდიც აგროვებს. ამასთან დაკავშირებით კვირას, 20 ოქტომბერს “მაგთი კლუბში” დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი.


თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც მობილურის, ასევე საბანკო ანგარიშსწორების საშალებით.

ლიკა კაპანაძე
ლიკა კაპანაძე

09 01 08 08 06 ზარის ღირებულება 1 ლარი.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ანგარიშები.
საქართველოს ბანკი: BAGAGE22
GE62BG0000000996577500
TBC ბანკი: TBCBGE22
GE98 TB75 1753 6080 1000 03  

მასალების გადაბეჭდვის წესი