11:00 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წევრებს შეხვდებიან.
11:00 “კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართავს პრესკოფერენცია, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების წესში მომზადებულ ცვლილებებს გაასაჯაროვებს. კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში კოალიცია მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს წარუდგენს
11:30 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
13:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
13:00 ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი
14:00 თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციატივით ჩუღურეთელი მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატები, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #136.
15:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
16:00 კახა კუჭავას შეხვედრა ბათუმის ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების/მედიის/
ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ფარნავაზ მეფის ქ N62/64)
16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.