ახალი ამბები

კალაძე: NGO-ები, რომლებიც ყიყინებენ, ხუდონჰესის ხელშეკრულების განხილვაში მონაწილეობდნენ

18 ოქტომბერი, 2013 | | 1484
კალაძე: NGO-ები, რომლებიც  ყიყინებენ, ხუდონჰესის ხელშეკრულების განხილვაში მონაწილეობდნენ

 

“ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინვესტორის ლობირებას, ეს არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ვლობირებთ და ვიცავთ პროექტს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს ერთ–ერთი უმსხვილესი პროექტია… ნებისმიერი პროექტს, რომელიც გააჩნია არა მარტო ენერგეტიკის სამინისტროს, არამედ სხვადასხვა უწყებას, მთავრობა ყოველთვის დაიცავს და პრინციპულად მიუდგება ამ პროექტების განხორციელებას. ჩვენ ყველა ელექტროსადგურს ვუყურებთ ერთნაირად, მათ აშენებას მნიშვნელობას ვანიჭებთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოიხსნას დასაქმების პრობლემა. ჩვენ თუ ელექტროენერგია არ გვექნება და არ გვექნება იმის საშუალება, რომ ახალი საწარმოები აშენდეს, რა თქმა უნდა, დასაქმების პრობლემაც ვერ მოიხსნება. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ჩვენ არა მარტო ხუდონს, არამედ სხვა დიდ ჰიდროელექტროსადგურებსაც აუცილებლად ავაშენებთ”, – განაცხადა კალაძემ.

 

კითხვას, არის თუ არა გათვალისწინებული ხუდონჰესის მიერ გამომუსავებული ელექტროენერგია ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის, თუ მხოლოდ ექსპორტზეა საუბარი, კალაძე ასე პასუხობს:

 

“2011 წლის ხელშეკრულება იყო ცუდი, ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით ჯგუფი, სხვათა შორის, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ყიყინებენ, მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების განხილვაში, თუ სად შეიძლება გაუმჯობესება ყოფილიყო.  მივაღწიეთ იმას, რომ 4 თვის განმავლობაში ელექტროენერგია დარჩება ქვეყანაში. მითითებულია კონკრეტული ფასიც, რომელიც არის ძლაინ მაგარი ფასი. ენერგეტიკული თვალსაზრისით ხუდონი აძლევს დამატებით ელექტროენერგიის გამომუშავებას ენგურჰესს. თუ საჭიროება მოითხოვს და ქვეყანაში საჭირო იქნება, რომ დარჩეს დამატებითი ელექტროენერგია, კანონი ამას ითვალისიწნებს და ასეც მოხდება”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი