ახალი ამბები

მონობის ინდექსით საქართველო 162 ქვეყანას შორის 50–ე ადგილზეა

18 ოქტომბერი, 2013 • • 1247
მონობის ინდექსით საქართველო 162 ქვეყანას შორის 50–ე ადგილზეა

მსოფლიო მონობის ინდექსი არის ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 162 ქვეყანაში იმ ხალხის რაოდენობას აფასებს, ვისაც თანამედროვე მონობის პირობებში უწევს ცხოვრება, ანგარიში ასევე აფასებს გლობალური მონობის რისკს ქვეყნებში და იმას, თუ რას აკეთებს ესა თუ ის ხელისუფლება თანამედროვე მონობასთან ბრძოლის კუთხით.

2013 წლის ანგარიშის თანახმად, ყველაზე რთული მდგომარეობის მქონე ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: მავრიტანია, ჰაიტი, პაკისტანი, ინდოეთი და ნეპალი. ხოლო  ქვეყანა, სადაც ამ კუთხით ყველაზე დადებითი მდგომარეობაა, ისლანდია აღმოჩნდა. სამეულში ისლანდიასთან ერთად არის ირლანდია და დიდი ბრიტანეთი.

ინდექსი სამ ფაქტორზე დაყრდნობით იკვლევს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ეს არის თანამედროვე მონობის გავრცელების ხარისხი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, ბავშვთა ქორწინების რაოდენობა და ადამიანებით ვაჭრობის დონე.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი რუსეთი და ევრაზიის ქვეყნები, ამ ქვეყნების რიცხვში ყველაზე უკეთესი მდგომარეობით მოლდოვა გამოირჩევა, სრული სია კი ასე გამოიყურება:

მასალების გადაბეჭდვის წესი